13.12.2024 | 02:38
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
ალექსანდრე ლუკაშენკო ზელენსკის: "არსებობს კონფლიქტის შეჩერების ერთადერთი გზა: მოლაპარაკებები წინაპირობების გარეშე - რატომ აწერ ხელს ამ განკარგულებას, რომელიც მოლაპარაკებებს გამორიცხავს? რისი დემონსტრირება გსურს?"

ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო მიიჩნევს, რომ უკრაინაში კონფლიქტის შეჩერების ერთადერთი გზა არის მოლაპარაკებები წინაპირობების გარეშე.

"დღეს არის უნიკალური, განსაკუთრებული მომენტი, რომელიც არ იქნება არც რუსეთის, ბელარუსის და უკრაინის და არც მსოფლიო ისტორიაში. არსებობს მხოლოდ ერთი კითხვა - რა უნდა გაკეთდეს. ყველას გესმით და იცით, არსებობს მხოლოდ ერთი გზა - მოლაპარაკებები, მოლაპარაკებები წინაპირობების გარეშე", - განაცხადა ლუკაშენკომ, რომელმაც ქვეყნის პარლამენტს და ბელარუს ხალხს მიმართა.

ამასთან, მან გააკრიტიკა უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი იმის გამო, რომ მან ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც უკრაინასა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის მოლაპარაკებებს გამორიცხავს.

"რა საოცრებაა. სუვერენული ქვეყნის პრეზიდენტი ხელს აწერს განკარგულებას, რომელიც კონკრეტულად მას ეხება და საკუთარ თავს უკრძალავს სამშვიდობო მოლაპარაკებას. უბრალოდ სასაცილოა - გეუბნებით, როგორც პრეზიდენტი. თუ არ გინდა მოლაპარაკება - ნუ გამართავ. რატომ აწერ ხელს ამ განკარგულებას? რისი დემონსტრირება გსურს ამით?" - აღნიშნა ლუკაშენკომ.

დღის გადაცემები