13.12.2024 | 02:35
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
რუსეთი გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე, სადაც უკრაინის 4 რეგიონის ანექსიის საკითხი განიხილება, ფარული კენჭისყრის გამართვას ითხოვს

რუსეთი გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე, სადაც რუსეთის მხრიდან უკრაინის 4 რეგიონის ანექსიის საკითხი განიხილება, ფარული კენჭისყრის გამართვას ითხოვს.

The Guardians-ის ინფორმაციით, რუსეთის ხელისუფლება მიიჩნევს, რომ გაერო-ს გენერალური ასამბლეის 193-ვე წევრს საშუალება უნდა ჰქონდეს საჯაროდ არ დააფიქსიროს პასუხი და ხმა ანონიმურად მისცეს. რუსეთის ხელისუფლების ცნობით, ფარული კენჭიყრის პირობებში, ქვეყნები უფრო თამამად მიიღებდნენ გადაწყვეტილებას, დასავლეთის "ზეწოლის" გარეშე.

ცნობისთვის, უკრაინამ და მისმა მოკავშირეებმა დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპორიჟიეს ოლქებში რუსეთის მიერ ე.წ. რეფერენდუმის ჩატარების გამო გაერო-ს გენერალურ ასამბლეის გამართვა მოითხოვეს.

დღის გადაცემები