13.12.2024 | 02:52
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
უკრაინის ყოფილი დეპუტატი: "ანტირუსულმა განწყობებმა უკრაინას მწუხარებისა და სიღარიბის გარდა არაფერი მოუტანა"

უკრაინის რადას ყოფილმა დეპუტატმა, უკრაინის ღალატში ბრალდებულმა ვიქტორ მედვედჩუკმა უკრაინის ომის შესახებ რუსული მედიისთვის სტატია დაწერა. 

სტატიაში მედვედჩუკი უკრაინაში არსებულ სამხედრო დაპირისპირებას განიხილავს და მისი შესაძლო პროგნოზის შესახებ საუბრობს. 

"ცივი ომი დასრულდა პოლიტიკური გადაწყვეტილებით, აეშენებინათ ახალი სამყარო, სადაც ომები არ არის. ცხადია, რომ ასეთი სამყარო არ აშენდა და დღევანდელი მსოფლიო პოლიტიკა დაუბრუნდა იმ საწყის წერტილს, სადაც დაძაბულობა დაიწყო. ახლა კი გამოსავალი მხოლოდ ორია: დავიწყოთ მსოფლიო ომი და ბირთვული კონფლიქტი, ან თავიდან დაიწყოს დეტანტის პროცესი, რისთვისაც აუცილებელია ყველა მხარის ინტერესების გათვალისწინება, მაგრამ ამისთვის აუცილებელია პოლიტიკურად აღიარება, რომ რუსეთს აქვს ინტერესები, რომ ისინი აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ და რაც მთავარია, პატიოსნად ვითამაშოთ.

1991 წლიდან თვით უკრაინის შიგნით არის ორი ქვეყანა - ანტირუსული და უკრაინა, როგორც მეორე რუსეთი. ერთს თავი რუსეთის გარეშე ვერ წარმოუდგენია, მეორე ვერ წარმოიდგენს საკუთარ თავს რუსეთთან. ამავდროულად, ასეთი დაყოფა ძალზე ხელოვნურია. უკრაინამ თავისი ისტორიის დიდი ნაწილი რუსეთთან გაატარა, კულტურულად და მენტალურად არის დაკავშირებული მასთან. ანტირუსულმა განწყობებმა უკრაინას მწუხარებისა და სიღარიბის გარდა არაფერი მოუტანა.

უკრაინის დამოუკიდებლობა შეიძლებოდა დასრულებულიყო ეკონომიკური კოლაფსით, რომ არა სამხრეთ აღმოსავლეთი, სადაც ახლა სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს. სამხრეთ-აღმოსავლეთმა უკრაინამ თავისი უზარმაზარი საწარმოო შესაძლებლობებით და განვითარებული მრეწველობის წყალობით ქვეყანა შეუერთა შრომის საერთაშორისო განაწილებას. 1990-იან წლებში სწორედ რუსულენოვანმა სამხრეთ-აღმოსავლეთმა გადაარჩინა უკრაინის ეკონომიკური და მასთან ერთად პოლიტიკური დამოუკიდებლობა.

რაც შეეხება მიმდინარე კონფლიქტის წინაპირობებს, დასავლეთი და რუსეთი ცივი ომის დასრულებას განსხვავებულად აღიქვამდნენ. დასავლეთი ცალსახად ითვისებს გამარჯვებას და მოსკოვი დამარცხებულად მიაჩნია და რადგან რუსეთი ვითომდა დამარცხებული მხარეა, მაშინ დასავლეთისთვის ყოფილი სსრკ-ის ტერიტორია და სოციალისტური ბანაკი შეერთებული შტატების და ნატოს ლეგიტიმური ნადავლია. 

გამოსავალი აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის სამხედრო დაპირისპირებიდან, რომელიც შესაძლოა ბირთვული კატასტროფით დასრულდეს, მოსკოვმა და ვაშინგტონმა ერთობლივად უნდა იპოვონ. ეს კი ახალი პოლიტიკური და ეკონომიკური რეალობის ერთობლივი მშენებლობა უნდა იყოს“, - აცხადებს მედვედჩუკი.  

დღის გადაცემები