13.12.2024 | 02:36
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
ურაინული მედია: "უკრაინულ ბენზინმზიდებს, სანქციების გვერდის ავლით, რიგიდან რუსული საწვავი უკრაინაში გააქვთ"

ათობით უკრაინულ ბენზინმზიდს ყოველდღიურად, უკრაინული და საერთაშორისო სანქციებისთვის გვერდის ავლით, ლატვიის დედაქალაქიდან რუსული საქონელი გააქვს.
ინფორმაციას უკრაინული მედია ლატვიურ პროექტზე – "Nekā personīga-ზე" დაყრდნობით ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, 5 თებერვალს ევროკავშირში ძალაში შევიდა რუსულ ნავთობპროდუქტებზე სრული აკრძალვა. მაშინვე, რიგის პორტში სანქტ-პეტერბურგიდან სამმა ტანკერმა მოახერხა შესვლა, რომლებიც საწვავით იყო დატვირთული. ტვირთის საერთო ღირებულება 100 მილიონ ევროს აჭარბებდა.

მაშინვე, ჟურნალისტებმა ერთ-ერთ ტერმინალთან შეამჩნიეს უკრაინული ბენზინმზიდები, რომლებსაც პორტში გაჭედილი ნავთობი უკრაინაში გადაჰქონდათ.

"ამ კვირაში ჩვენმა პროგრამამ კვლავ გადაწყვიტა ვითარების გადაღება. უკანასკნელი რუსული ტანკერის რიგის პორტში შემოსვლიდან 2 თვის შემდეგ, კვლავ ჩანს, რომ ტერმინალზე უკრაინული ბენზინმზიდები ისევ დადიან", – აღნიშნავენ ლატვიელი ჟურნალისტები.

მათივე განმარტებით, უკრაინაში რუსული ნავთობპროდუქტების შეტანა უკვე წელიწადზე მეტია, აკრძალულია. შესაბამისად, რუსული საწვავი ქვეყანაში ფალსიფიცირებული საბუთებით შეაქვთ.

დღის გადაცემები