13.12.2024 | 02:47
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
დიმიტრი პესკოვი: "ყველა ქვეყანას, რომელიც პირდაპირ თუ ირიბად მონაწილეობს უკრაინის იარაღით მომარაგებაში, პასუხისმგებლობა ეკისრება"

კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა კომენტარი გააკეთა უკრაინისთვის ევროპიდან და შეერთებული შტატებიდან იარაღის მიწოდებაზე და განაცხადა, რომ უკრაინის იარაღის მომარაგებისთვის ფასის გადახდა უკრაინელ ხალხს მოუწევს. ამის შესახებ BBC-ი იუწყება.

"ყველა ქვეყანას, რომელიც ამა თუ იმ გზით პირდაპირ თუ ირიბად მონაწილეობს უკრაინის იარაღით მომარაგებასა და უკრაინის ტექნოლოგიური დონის ამაღლებაში, პასუხისმგებლობა ეკისრება. მთავარია, რომ ამ ქმედებებისთვის უკრაინელ ხალხს მოუწევს ფასის გადახდა, მთელი ამ ფსევდო მხარდაჭერისთვის", - განაცხადა პესკოვმა.

მისი თქმით, რუსეთი ყურადღებით ადევნებს თვალს სიტუაციის განვითარებას გერმანული ტანკების - "ლეოპარდ 2"-ის უკრაინისთვის მიწოდებასთან დაკავშირებით.

როგორც მედია წერს, პესკოვმა მანამდე განაცხადა, რომ ამ ტანკების გამოჩენა უკრაინის შეიარაღებულ ძალებში გავლენას არ მოახდენს ძალთა ბალანსზე ფრონტზე, თუმცა, ექსპერტები მათ ძლიერ შეტევით იარაღს უწოდებენ.

დღის გადაცემები