13.12.2024 | 02:43
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია - "რეჯეფ თაიფ ერდოღანის აზრით, რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებებს კიდევ ერთი შანსი უნდა მიეცეს"

თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის აზრით, რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებებს კიდევ ერთი შანსი უნდა მიეცეს. ინფორმაციას ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს ერდოღანის რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ.

კერძოდ, თურქეთის პრეზიდენტმა მზაობა გამოთქვა ხელი შეუწყოს უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებებს.

მან ასევე აღნიშნა რუსეთსა და უკრაინას შორის ტყვეების წარმატებული გაცვლა და "მარცვლეულის შეთანხმება", რომელიც თურქეთმა გაეროსთან ერთად შეიმუშავა.

ერდოღანმა ამ შეთანხმების გაგრძელებისკენ მოუწოდა პუტინს, ვინაიდან, იგი “საერთოდ ინტერესებს ემსახურება”.

თურქეთის ლიდერმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთ-უკრაინის ომის კონტექსტში საჭიროა ნაბიჯების გადადგმა "დაძაბულობის შესამცირებლად", ხოლო "რუსეთისგან ელიან ნაბიჯების გადადგმას ამ პროცესის გასაადვილებლად, განსაკუთრებით უკრაინის ზოგიერთი რეგიონის შეერთების საკითხში".

დღის გადაცემები