13.12.2024 | 02:51
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
ილონ მასკი უკრაინაში დრონების სამართავად Starlink-ის გამოყენების შეზღუდვაზე: "ჩვენ არ დავუშვებთ კონფლიქტის ესკალაციას, რომელმაც მესამე მსოფლიო ომამდე შეიძლება მიგვიყვანოს"

Tesla-სა და SpaceX-ის დამფუძნებელმა, ილონ მასკმა განაცხადა, რომ SpaceX-ის მიერ უკრაინელი სამხედროებისთვის დრონების სამართავად Starlink-ის გამოყენების შეზღუდვა მიზნად ისახავდა კონფლიქტის მსოფლიო ომში გადასვლის თავიდან აცილებას.

"Starlink-ი უკრაინის საკომუნიკაციო დასაყრდენია, განსაკუთრებით ფრონტის ხაზზე, სადაც თითქმის ყველა სხვა ინტერნეტ კავშირი განადგურებულია. თუმცა, ჩვენ არ დავუშვებთ კონფლიქტის ესკალაციას, რომელმაც მესამე მსოფლიო ომამდე შეიძლება მიგვიყვანოს", - აღნიშნა ილონ მასკმა.

9 თებერვალს, კომპანია SpaceX-მა უკრაინელ სამხედროებს დრონების სამართავად Starlink-ის გამოყენება შეუზღუდა.

კომპანიის პრეზიდენტმა, გვინ შოტველმა განაცხადა, რომ Starlink-ის ტერმინალების იარაღად გამოყენება არასდროს ყოფილა განზრახული.

"უკრაინელებმა გამოიყენეს ისე, რომ ეს არ იყო რაიმე შეთანხმების ნაწილი. არის ის, რისი გაკეთებაც შეგვიძლია, რომ შევზღუდოთ მათ მიერ ამის გაკეთების უნარი", - განაცხადა მან.

მისი თქმით, უკრაინასთან შეთანხმება ითვალისწინებდა Starlink-ის გამოყენებას ჰუმანიტარული მიზნებისთვის, როგორიცაა ინტერნეტის მიწოდება საავადმყოფოებისთვის, ბანკებისა და რუსული აგრესიით დაზარალებული ოჯახებისთვის.

დღის გადაცემები