13.12.2024 | 02:43
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
ირანი უკრაინაში მეომარ მხარეებს იარაღს არ უგზავნის, ომის დასრულება სურს - ირანი რუსეთისთვის დრონების მიწოდებას უარყოფს

მიუხედავად რუსეთთან თანამშრომლობისა თავდაცვითი შესაძლებლობების შესახებ, ირანი პატივს სცემს უკრაინის "ტერიტორიულ მთლიანობას", - ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანმა განაცხადა.

მან, ასევე, უარყო, რომ თეირანმა მოსკოვს უპილოტო თვითმფრინავები მიაწოდა.

"თეირანის პოლიტიკა უკრაინის ომთან დაკავშირებით არის ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა. ირანი არ აგზავნის იარაღს უკრაინაში მეომარი მხარეებისთვის და სურს ომის დასრულება", - განუცხადა ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანმა ჯოზეფ ბორელს.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისლამური რესპუბლიკა დიპლომატიური გზით ცდილობს შეაჩეროს საომარი მოქმედებები უკრაინაში და ევროპელებს ურჩევს, ამ საკითხს რეალისტურად შეხედონ.

დღის გადაცემები