13.12.2024 | 02:29
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
ლავროვი: "ჩვენ გვინდა ვიხილოთ კონკრეტული მტკიცებულება იმისა, რომ დასავლეთი სერიოზულად არის დაინტერესებული ზელენსკის ქცევით და უხსნის მას, რომ ეს არ შეიძლება გაგრძელდეს, რომ ეს არ შედის უკრაინელი ხალხისა და მისი ინტერესებში"

"ომი უკრაინაში, არის ჰიბრიდული ომი, რომელიც დასავლეთმა გააჩაღა და რომელსაც მრავალი წლის განმავლობაში ამზადებდა, იმ მომენტიდან დაწყებული, როდესაც მხარი დაუჭირეს ნეონაცისტური ძალების ხელისუფლებაში მოსვლას. მას შემდეგ ნატო აქტიურად ავითარებს უკრაინის ტერიტორიას, ატარებს წვრთნებს, აწვდის იარაღს. თქვენ იცით, როგორ განვითარდა მოვლენები შემდგომში, მათ შორის მინსკის შეთანხმებების საბოტაჟი, მათ შორის დონბასის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციისთვის მზადების დაწყება... ჩვენ გვჭირდება კონკრეტული საკითხების მოგვარება. კიევის რეჟიმმა უნდა შეწყვიტოს რუსოფობიური პოლიტიკის პროპაგანდა. ჩემს გამოსვლაში ვიკითხე, რას გააკეთებდნენ ჩვენი დასავლელი კოლეგები, თუ ბელგია აკრძალავდა ფრანგულ ენას? ისევე, როგორც უკრაინამ აკრძალა რუსული ყველა სფეროში გამონაკლისის გარეშე. რას მოიმოქმედებდა დიდი ბრიტანეთი, თუ ირლანდია აკრძალავდა ინგლისურს? იცით? ვერ მივირე პასუხები!"

დღის გადაცემები