13.12.2024 | 02:27
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
სერგეი ლავროვი: "უკრაინამ უნდა შეასრულოს ჩვენი წინადადებები დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის შესახებ, წინააღმდეგ შემთხვევაში საკითხს რუსული არმია გადაწყვეტს"

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი უკრაინას ულტიმატუმს უყენებს და აცხადებს, რომ კიევმა უნდა შეასრულოს მოსკოვის შეთავაზებები, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ამ საკითხს რუსეთის არმია გადაწყვეტს.

"ჩვენი წინადადებები რეჟიმის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიების დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის შესახებ, იმ საფრთხის აღმოფხვრა, რომელიც იქიდან, მათ შორის ჩვენი ახალი მიწებიდან, რუსეთის უსაფრთხოებას ემუქრება, კარგად არის ცნობილი მტრისთვის. საქმე მარტივია: შეასრულეთ ისინი თქვენივე სასიკეთოდ, წინააღმდეგ შემთხვევაში საკითხს რუსული არმია გადაწყვეტს", - აცხადებს ლავროვი.

რაც შეეხება კონფლიქტის ხანგრძლივობას, ლავროვის მტკიცებით, ბურთი "რეჟიმის და მის უკან მდგომი ვაშინგტონის მხარესაა" და "მათ შეუძლიათ ნებისმიერ დროს შეაჩერონ უაზრო წინააღმდეგობა".

დღის გადაცემები