13.12.2024 | 02:22
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
კრემლის ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინმა 6-7 იანვარს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის ბრძანება გასცა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 6-7 იანვარს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის ბრძანება გასცა. ინფორმაციას "რია ნოვოსტი" კრემლის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

პუტინმა თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს დაავალა, 6 იანვრის 12:00 საათიდან 7 იანვრის 24:00 საათამდე უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების მთელ ხაზზე ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი შემოიღოს.

ცნობისთვის, აქამდე "საშობაო ზავის” იდეით რუსეთის პატრიარქი კირილი გამოვიდა, რათა "მართლმადიდებელმა ხალხმა შობის წინა დღესა და ქრისტეს შობის დღეს შეძლოს მსახურებაზე დასწრება".

დღის გადაცემები