13.12.2024 | 02:26
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
რუსეთი მზადაა "მარცვლეულის დერეფნის" მუშაობის გახანგრძლივებაზე ხელი მოაწეროს - Bloomberg

Bloomberg-ის ცნობით, დააწესებს თუ არა რუსეთი რაიმე პირობებს გახანგრძლივების სანაცვლოდ, ჯერ არ არის ცნობილი, მაგრამ არსებობს საფუძველი ვიფიქროთ, რომ აგრესორი ქვეყანა ამჟამად არ აპირებს მარცვლეულის დერეფნის მუშაობაში ჩარევას.

ამ დროის განმავლობაში უკრაინამ შავი ზღვის პორტებიდან 10 მილიონ ტონაზე მეტი აგროპროდუქციის ექსპორტი განახორციელა. 

აღსანიშნავია, რომ უკრაინამ, თურქეთმა და გაერომ "ხორბლის დერეფანზე" შეთანხმებას რუსეთის გარეშე მიაღწიეს.

თავის მხრივ, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თქვა, რომ რუსეთის ყოყმანის მიუხედავად, თურქეთი ყველაფერს გააკეთებს უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის განსახორციელებლად. 

დღის გადაცემები