13.12.2024 | 02:35
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
დიმიტრი პესკოვი: "იმ ქვეყნებზე, რომლებიც რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს არ უერთდებიან, კოლექტიური დასავლეთი დაუფარავ ზეწოლას ახორციელებს"

კოლექტიური დასავლეთის ქვეყნები, შეერთებული შტატების თაოსნობით, უხეშ ზეწოლას ახორციელებენ ქვეყნებზე, რომლებიც არ უერთდებიან რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

"ახალი არ არის, რომ კოლექტიური დასავლეთის ქვეყნები, ამერიკის შეერთებული შტატების თაოსნობით, დაუფარავ, უხეშ ზეწოლას ახორციელებენ რიგ სახელმწიფოებზე, რომლებიც არ უერთდებიან ჩვენს ქვეყანაზე დაწესებულ უკანონო შეზღუდვებს. თავად ხედავთ, რომ სახელმწიფოები ამაზე საუბრობენ. სამწუხაროდ, უნდა გავუმკლავდეთ ასეთ შემოტევას. ეს, რა თქმა უნდა, განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს როგორც ჩვენი მხრიდან, ასევე თავად ამ სახელმწიფოების მხრიდან. რისკების შემცირების მიზნით, ვაგრძელებთ მჭიდრო კონტაქტებს ჩვენს პარტნიორებთან", - განაცხადა პესკოვმა.

დღის გადაცემები