13.12.2024 | 02:35
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
გურამ მაჭარაშვილი: "ანდრეი კასიანოვმა მოკლეფეხებიანი ტყუილი თქვა, რომ თითქოს უკრაინის მიერ გადმოცემული იარაღი საჩუქარი იყო"

ანდრეი კასიანოვმა მოკლეფეხებიანი ტყუილი თქვა, რომ თითქოს უკრაინის მიერ გადმოცემული იარაღი საჩუქარი იყო, კასიანოვმა მოკლეფეხებიანი ტყუილი თქვა, რომ თუ ჩვენ უკრაინას "ჯაველინებს" გადავცემდით, აშშ ახალს მოგვცემდა - სამწუხაროდ, ახალი ტექნიკა უფრო უკრაინას სჭირდება, ვიდრე საქართველოს! - ეს განცხადება ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, "ხალხის ძალის" დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა გააკეთა.

მაჭარაშვილის თქმით, კასიანოვის განცხადება იმის მტკიცებულება იყო, რომ ევროპასა და აშშ-ში არსებობენ ძალები, რომლებიც ცდილობენ, საქართველოში მეორე ფრონტი იყოს.

 

"ითქვა, რომ თითქოს, უკრაინისთვის "ჯაველინების" გადაცემის შემთხვევაში, ამერიკა ახალ სამხედრო ტექნიკას გვაჩუქებდა. საზოგადოებას იმაზე მეტი შეურაცხყოფა რა შეიძლება მიაყენო, რომ უთხრა, თითქოს, ვერ ხვდება, რატომ ხდება ოპერაცია, რომ ამერიკა ახალ ტექნიკას გვაჩუქებს... სამწუხაროდ, ომი უკრაინაშია და საქართველოს ახალი სამხედრო ტექნიკა იმდენად არ სჭირდება, როგორც უკრაინას. თუ ვინმეს იმის მტკიცება უნდა, რომ ძველი "ჯაველინები" უფრო კარგად ისვრიან, ვიდრე ახალი?! რატომ უნდა იყოს საქართველო ამ ოპერაციაში, გარდა იმისა, რომ როგორმე კონფლიქტში სამხედრო მხარედ დაფიქსირდეს?! - კასიანოვის განცხადება არის პირდაპირი აღიარებითი ჩვენება!" - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

 

საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის ანდრეი კასიანოვის ინფორმაციით, კიევმა "ბუკის" კომპლექსების გადაცემა ითხოვა, რომლებიც უკრაინამ საქართველოს 2008 წლის ომის დროს გადასცა. მისივე თქმით, უკრაინის თხოვნა მოიცავდა ამერიკის შეერთებული შტატების მიერ საქართველოსთვის გადაცემულ Javelin-ის სისტემებს და ამ უკანასკნელთან დაკავშირებით იყო არა მხოლოდ თანხმობა შეერთებული შტატების მხრიდან, არამედ მათი ახალი კომპლექსებით ჩანაცვლების წინადადებაც კი.

დღის გადაცემები