13.12.2024 | 02:31
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
თურქეთის თავდაცვის უწყების ინფორმაციით, მინისტრი მარცვლეულის შეთანხმებაზე მოსკოვსა და კიევში კოლეგებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს

თურქეთის თავდაცვის მინისტრი მოლაპარაკებებს აწარმოებს კოლეგებთან მოსკოვსა და კიევში, რათა გაეროს შუამავლობით მიღწეული შეთანხმება უკრაინული მარცვლეულის ექსპორტზე აღდგეს. ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთის თავდაცვის უწყება ავრცელებს.

Reuters-ი განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება, რომ ჰულუსი აქარმა მხარეებს სთხოვა, თავიდან აიცილონ ნებისმიერი "პროვოკაცია", რომელმაც შეიძლება გავლენა იქონიოს შეთანხმების გაგრძელებაზე.

"ბოსფორის მიმდებარედ მყოფი მარცვლეულით დატვირთული გემების შემოწმება დღეს და ხვალ გაგრძელდება", - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, რუსეთის შავი ზღვის ფლოტის გემებზე 29 ოქტომბერს მომხდარ აფეთქებებს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ "ტერაქტები" უწოდა და მათი განხორციელება "ბრიტანელი სპეციალისტების ხელმძღვანელობით" უკრაინელებს დააბრალა.

დღის გადაცემები