13.12.2024 | 02:28
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
რეჯეფ თაიფ ერდოღანი: "თურქეთი გააგრძელებს ძალისხმევას შავი ზღვის საშუალებით მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმებისთვის, მიუხედავად რუსეთის ყოყმანისა"

თურქეთი გააგრძელებს ძალისხმევას შავი ზღვის საშუალებით მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმებისთვის, მიუხედავად რუსეთის ყოყმანისა, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

"იმ შემთხვევაშიც კი, თუ რუსეთი ყოყმანობს იმის გამო, რომ მან არ მიიღო იგივე სარგებელი, ჩვენ გადამწყვეტად გავაგრძელებთ ჩვენს ძალისხმევას ვემსახუროთ კაცობრიობას, - აღნიშნა ერდოღანმა გამოსვლაში.

რუსეთმა 29 ოქტომბერს განაცხადა, რომ შავი ზღვის ფლოტის გემებზე განხორციელებული "ტერორისტული თავდასხმების" გამო, მარცვლეულის ექსპორტის შესახებ შეთანხმებაში მონაწილეობას წყვეტს. ამასთან, ერთობლივმა საკოორდინაციო ცენტრმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინა, თურქეთი და გაერო, მარცვლეულის ექსპორტის შესახებ შეთანხმების ფარგლებში, თურქეთის წყლებში მყოფი უკრაინული მარცვლეულით 16 გემის გადაადგილების გეგმაზე შეთანხმდნენ.

დღის გადაცემები