13.12.2024 | 02:28
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
დმიტრი პესკოვი: "უკრაინის შესახებ მოლაპარაკებები პირველ რიგში ვაშინგტონთან უნდა წარიმართოს"

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა, განაცხადა, რომ უკრაინაში სიტუაციის მოგვარების გადამწყვეტი ხმა ვაშინგტონს ეკუთვნის და მოლაპარაკებებიც სწორედ მასთან უნდა გაიმართოს.

„ცხადია, გადამწყვეტი ხმა ვაშინგტონს ეკუთვნის. ისე, შეუძლებელია რაღაცაზე საუბარი, მაგალითად, კიევთან. კიევში არის პრეზიდენტი, უკრაინის ლეგიტიმური პრეზიდენტი, ბატონი ზელენსკი, მაგრამ მასთან შეთანხმების მიღწევა, მარტის გამოცდილებიდან გამომდინარე, შესაძლებელია, მაგრამ ეს შეთანხმებები უსარგებლოა, რადგან გარედან ბრძანებით ისინი შეიძლება მყისიერად გაუქმდეს“, - განაცხადა პესკოვმა.

მან, დასძინა - "შესაბამისად, საჭიროა ვინმესთან საუბარი, მის ინსპირატორთან, ლიდერთან და ა.შ.".

პესკოვმა აღნიშნა, რომ პუტინი მზად არის მოლაპარაკებებისთვის და ეს დასავლეთმა უნდა იცოდეს.

"პრეზიდენტი გამუდმებით ამბობს, რომ ღიაა მოლაპარაკების პროცესისთვის, ანუ ყოველთვის ჯობია მიაღწიო შენს ინტერესებს, უზრუნველყო საკუთარი უსაფრთხოება მოლაპარაკების მაგიდასთან. და პუტინი ღიაა ამისთვის, მან კიდევ ერთხელ დაადასტურა ეს დღეს და დაადასტურა ისე, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მზად არიან თუ არა, მაგრამ დასავლეთმა ეს უნდა იცოდეს, უნდა მოისმინოს", - აღნიშნა მან.

დღის გადაცემები