13.12.2024 | 02:49
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
გაერო-ში რუსეთის ელჩის მოადგილე: "იმედგაცრუებულია უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებით, რომელმაც უკრაინაში აშშ-ის ბიოლოგიური ლაბორატორიების საქმიანობაზე გამოძიების ჩატარებას მხარი არ დაუჭირა"

რუსეთი უკიდურესად იმედგაცრუებულია იმით, რომ გაერო-ს უშიშროების საბჭომ არ მიიღო რეზოლუციის პროექტი უკრაინაში აშშ-ის ბიოლოგიური ლაბორატორიების საქმიანობის გამოძიების შესახებ, - ასე ეხმაურება გაერო-ში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლის პირველი მოადგილე, დიმიტრი პოლიანსკი გაერო-ს უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებას, რომელმაც მხარი არ დაუჭირა რუსეთის რეზოლუციის პროექტს "უკრაინის ტერიტორიაზე აშშ-ის სამხედრო ბიოლოგიურ აქტივობასთან" დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ.

"ჩვენ უკიდურესად იმედგაცრუებულები ვართ იმ ფაქტით, რომ საბჭომ ვერ გამოიყენა ბიოლოგიური და ტოქსინური იარაღის კონვენციის მექანიზმი. მასში ნათქვამია, რომ კონვენციის თითოეული წევრი ქვეყანა ვალდებულია ითანამშრომლოს ნებისმიერ გამოძიებასთან, რომელიც შეიძლება განხორციელდეს უშიშროების საბჭოს მიერ გაერო-ს წესდების დებულებების შესაბამისად, საბჭოს მიერ მიღებული საჩივრის საფუძველზე", - განაცხადა დიმიტრი პოლიანსკიმ კენჭისყრის შემდეგ.

მისივე თქმით, "მოსკოვი გააგრძელებს ძალისხმევას უკრაინაში აშშ-ის ბიოლოგიური ლაბორატორიების საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ფაქტის დასადგენად, მიუხედავად იმისა, რომ გაერო-ს უშიშროების საბჭო არ მიესალმა ასეთი გამოძიების ჩატარების იდეას".

დღის გადაცემები