13.12.2024 | 02:43
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
ვლადიმერ პუტინი: "შეერთებული შტატების გადაწყვეტილება, უკრაინას "პატრიოტის" ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემები მიაწოდოს, კონფლიქტს კიდევ უფრო გაახანგრძლივებს"

შეერთებული შტატების გადაწყვეტილება, უკრაინას "პატრიოტის" ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემები მიაწოდოს, კონფლიქტს კიდევ უფრო გაახანგრძლივებს, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. პუტინის თქმით, რუსეთს კონფლიქტის სწრაფად დასრულება სურს და მოლაპარაკებებზე უარი არასდროს უთქვამს.

"შეერთებული შტატების გადაწყვეტილება, უკრაინას პატრიოტის სისტემები მიაწოდოს, უბრალოდ, გააახანგრძლივებს კონფლიქტს. ჩვენი მიზანია ამ კონფლიქტის დასრულება, ამისკენ ვისწრაფვით. ჩვენ ვეცდებით, რომ ეს დასრულდეს და რაც უფრო მალე, მით უკეთესი. რა თქმა უნდა, ყველა შეიარაღებული კონფლიქტი, ასე თუ ისე, მთავრდება მოლაპარაკებებით, დიპლომატიური გზით. ჩვენ მოლაპარაკებებზე არასდროს გვითქვამს უარი. ადრე თუ გვიან კონფლიქტის ყველა მხარე თანხმდება და რაც უფრო მალე გააცნობიერებენ ამას მოწინააღმდეგეები, მით უკეთესი", - განაცხადა პუტინმა.

დღის გადაცემები