13.12.2024 | 02:49
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
დიმიტრი მედვედევი: "ნატო-ში გაწევრიანების შემდეგ უკრაინა, ნატო-ს ქოლგის ქვეშ, რუსეთის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ოპერაციის დაწყებას შეძლებს"

ნატო-ში გაწევრიანების შემდეგ უკრაინა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის გამო ფართომასშტაბიანი ოპერაციის დაწყებას შეძლებს, მოსკოვი ამას ვერ მიიღებს, - ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა.

მისი მტკიცებით, თუ უკრაინა შეუერთდება ნატო-ს, რუსეთი მიიღებს მეზობელს, რომელიც არამეგობრული ბლოკის ნაწილია და აპირებს ბირთვული იარაღის წარმოებას, რასაც რუსეთი ვერ შეეგუება, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც კიევი ყირიმს რუსეთის ნაწილად არ აღიარებს.

"ჩვენ მივიჩნევთ, რომ ეს ჩვენი ტერიტორიაა, ისინი თავისად თვლიან. ამიტომ ისინი შედიან ნატო-ში და ამის შემდეგ, ნატო-ს ქოლგის ქვეშ, იწყებენ ფართომასშტაბიან ოპერაციას ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ - ჩვენ ამას ვერ მივიღებთ", - განაცხადა მედვედევმა.

მისი მტკიცებით, "უკრაინა რუსეთის ნაწილია", მაგრამ გეოპოლიტიკური მიზეზების და ისტორიის გამო, მოსკოვი დიდი ხანია შეურიგდა იმ ფაქტს, რომ ქვეყნები "სხვადასხვა ბინებში" ცხოვრობენ.

დღის გადაცემები